Axiom™ - ბიობანკების გენოტიპირების სისტემა, 96-იანი პლანშეტი
კატალოგის ნომერი: 902186
Axiom™ - ბიობანკების გენოტიპირების ტესტ-სისტემა ფართოდ გამოყენებადი პანელია დიდი მასშტაბების მქონე ბიოლოგიური ბანკების კვლევებისთვის. Affymetrix - ის ტესტ-სისტემას უპირატესობას ანიჭებენ მსოფლიოს ყველაზე დიდი გენეტიკური კვლევის ცენტრები. Axiom - ის ბიობანკების გენოტიპირების ტესტ-სისტემები მოიცავს როგორც წინასწარ ოპტიმიზებულ პანელს, ასევე შესაძლებელია მისი დიზაინის შექმნა ინდივიდუალური კვლევის მიზნების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ Axiom-ის გენეტიკურ მონაცემთა ბაზაში გაერთიანებულია ინფორმაცია (მოდულების სახით) 26 მლნ-ზე მეტი ერთ-ნუკლეოტიდური პოლიმორფიზმისა (SNP) და ინსერცია-დელეციების (indels) შესახებ. აღნიშნული მოდულების კომბინაცია შესაძლოა განხორციელდეს ნებისმიერი სახით და შესაძლებელია მათი მოდიფიკაცია მოვახდინოთ მონაცემთა დამატების, წაშლის ან ჩანაცვლების გზით.
აღწერა:
Axiom™ - ბიობანკების გენოტიპირების ტესტ-სისტემა შექმნილია მაღალი წარმადობისა და ხარისხის მისაღწევად, რაც საშუალებას იძლევა იდენტიფიცირდეს კომპლექსური დაავადებების გენეტიკა და განხორციელდეს ტრანსლაციური კვლევები ერთი, სრულყოფილი, დაბალი ფასის მქონე ანალიზით.
გენომური მასშტაბის კვლევები (GWAS)
-
გენომური მოდულები თითოეული ტესტ-სისტემისთვის ოპტიმიზებულია სპეციფიკური პოპულაციის მიხედვით და ასევე შესაძლებელია მათი შექმნა 1000 გენომისგან შედგენილი პოპულაციით, შესაბამისი მარკერების დამატებით.
-
კვლევები შესაძლოა განხორციელდეს იმუნური სისტემის ფუნქციების შესასწავლად, მათ შორის მთავარი ჰისტოშეთავსების კომპლექსის (MHC), ადამიანის ლეიკოციტების ანტიგეთა სისტემის (HLA) და ქილერი-უჯრედების იმუნოგლობულინის-მსგავსი ტეცეპტორების (KIR) გენოტიპირების მიზნით.
ფარმაკოგენომიკური მარკერები
-
გენეტიკური მარკერები შერჩეულია პრეპარატების აბსორბციის, ორგანიზმში მათი განაწილების, მეტაბოლიზმის და ექსკრეციასთან დაკავშირებული პროცესების შესასწავლად (ADME).
ანთება და HLA
-
ტესტ-სისტემა შეიცავს მარკერებს, რომლებიც ასოცირებულია ანთებით და აუტოიმუნურ პროცესებთან.
-
იგი ასევე მოიცავს გენთა ვარიანტებს HLA და KIR გენთა რეგიონებში, რომლებიც ცნობილია დიდი მნიშვნელობით იმუნური პასუხის ჩამოყალიბების პროცესში.
ექსომების კვლევა მოიცავს:
-
იშვიათი, არა-სინონიმური მაკოდირებელი SNP-ები და ინსერცია-დელეციები გენომის ცილის მაკოდირებელ რეგიონებში;
-
იშვიათი ალელური ვარიანტების დეტექცია;
-
ახალი მუტაციები, რომლებიც გენთა ფუნქციის დაკარგვას განაპირობებს;
-
SNP-ები და ინსერცია-დელეციები, რომლებიც იდენტიფიცირებულია 26,000 ინდივიდის სექვენირების შედეგად;
-
ცნობილი დაავადების-გამომწვევი მუტაციები.
eQTLs
-
მარკერები, რომლებიც ცნობილია, რომ კავშირი აქვთ რნმ-ის ექსპრესიის პროცესებთან.
ადამიანის დაავადებები:
-
სისხლის ფენოტიპები;
-
სიმსივნეთა ხშირი გენოტიპები;
-
კადიოგენეტიკა.
სპეციფიკაციები:
ტესტ-სისტემის ფორმატი: |
96-არიანი პლანშეტი |
---|---|
ტესტ-სისტემის ტიპი: |
გენოტიპირება |
რაოდენობა: |
96 |
პროდუქტის ზომა: |
1 პლანშეტი |
სახეობა: |
ადამიანი |